„არაადამიანებო! აქციებს თქვენი სამშობიაროდან დავიწყებთ!“ - თამუნა მუსერიძე ჩაჩავას კლინიკასთან აქციებს აანონსებს

სულ ნახვები : 3,929
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

არასამთავრობო ორგანიზაცია „ვეძებ“- ის დამფუძნებელი თამუნა მუსერიძე სოციალურ ქსელში „ჩაჩავას კლინიკასთან“ აქციებს აანონსებს.

მუსერიძის თქმით, აღნიშნულის მიზეზი, მშობიარობის ისტორიაზე, კლინიკის მიერ დაწესებული გადასახადი 50 ლარი გახდა.

„თქვე უნამუსოებო, ის არ გეყოფოდათ, წლების განმავლობაში დედებს შვილებს რომ პარავდით, ახლა ქალებს მშობიარობის ისტორიის მოთხოვნაში 50 ლარი დაუწესეთ გადასახადი??? არაადამიანებო !!! არცერთ სამშობიაროში არ ხდება მსგავსი ამაზრზენი ფაქტი!! არცერთში !!!

ჰოდა დაგველოდეთ!! აქციებს თქვენი სამშობიაროდან დავიწყებთ !!“, - წერს მუსერიძე.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები