„ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმისთვის, რომ გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყანა“ - მეუფე იაკობი

სულ ნახვები : 298
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

დღეს, 27 იანვარს ნინო წმინდის დღესასწაული განსაკუთრებულად აღინიშნება ბოდბეში, სადაც გარდაიცვალა და დაკრძალულია წმინდა ნინო.

წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის ტერიტორიაზე დილიდან ხალხმრავლობა იყო. მომლოცველები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან შეიკრიბნენ.

საზეიმო ღვთისმსახურება ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოს მელქისედეკთან და ეპარქიის სასულიერო პირებთან ერთად აღავლინა. მეუფე იაკობმა მრევლს ნინოობა მიულოცა, საქართველოში წმინდანის შემოსვლაზე და მის ღვაწლზე ისაუბრა.

მართლმადიდებელი სამყარო წმინდა ნინოს ხსენების დღეს წელიწადში ორჯერ - 27 იანვარს, მის გარდაცვალებას და 1-ელ ივნისს, საქართველოში შემოსვლას აღნიშნავს. წმინდა ნინოს სახელს უკავშირდება საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება.

მეუფე იაკობმა ქადაგება მილოცვით დაიწყო და აღნიშნა რომ: „ვიღაცეები ცდილობენ, უცხოელებმა რაღაცა გვითხრან და იმათ ჭკუაზე ვიცხოვროთ. ერთი რამე უნდა ვიცოდეთ, ნებისმიერ ქვეყანაში, პირველ რიგში უნდა იყოს გატარებული იმ ერის ინტერესი, იმ ხალხის ინტერესი, ვინც იქ ცხოვრობს. ჩვენ სხვისი დღის წესრიგით ვერასდროს ვიცხოვრებთ. ისევე როგორც სხვა ქვეყნებს აქვთ დღის წესრიგი, ჩვენ არ შეიძლება ვინმეს დავაწესებინოთ მით უმეტეს, ქრისტეს ერი ვართ, ღვთისმშობლის ერი ვართ და წნიდა ნინო არის ჩვენი დედა. ვინ უნდა გვასწავლოს, რა უნდა გავაკეთოთ და რა - არა. მთავარია, ერთმანეთი შევიყვაროთ, არ დავჭამოთ ერთმანეთი და იმის იმედი ნუ გექნებათ, ვიღაცა რაღაც სიას შეადგენს. საქართველოსთან თუ უნდა ვინმეს ურთიერთობა და მსოფლიოსთანაც თუ გვინდა ჩენ ურთიერთობა, ერთმანეთთან ლაპარაკი ყველამ უნდა ვისწავლოთ. თუ შეცდომები გვაქვს ჩვენ ვიქნებით თუ სხვა, დავსჯდეთ და ერთმანეთთან ისე ვილაპარაკოთ. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, თავისუფალი ქვეყანა, ჩვენ თვითონ გვჭირდება თავდაცვის საშუალებებიც, თავს არასდროს არავის ვესხმით და ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმისთვის, რომ გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყანა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

რეგიონი ► Მეტის ნახვა