„უნივერსიტეტის მესამე მისია“ - შეხვედრა თელავის უნივერსიტეტში

სულ ნახვები : 190
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

უნივერსიტეტის მესამე მისიის შესახებ  თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში დისკუსია გაიმართა. შეხვედრას  ილიაუნის პროფესორები გიგა ზედანია  და  თამარ ცხადაძე უძღვებოდნენ.

უნივერსიტეტის რექტორმა, შალვა ჭკადუამ, სტუმრების ვიზიტის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და დიდი მადლობა გადაუხადა მათ საინტერესო ხედვების გაზიარებისთვის.

სტუმრებმა ისაუბრეს თუ რა წვლილის შეტანა   შეუძლია უნივერსიტეტს საზოგადოების განვითარებაში. განიხილეს უნივერსიტეტების დიდი ქარტიის (ბოლონია) პრიორიტეტები და  პერსპექტივები.

დისკუსია კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა მხრიდან დადებითად შეფასდა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

რეგიონი ► Მეტის ნახვა