მაესტრო დავით ევგენიძის ჯანმრთელობა გაუარესდა და საავადმყოფოშია! - ჯგუფი „ალეგრო“ პროექტ „ვოისში“ არსებულ უსამართლო სიტუაციაზე ალაპარაკდა

სულ ნახვები : 41,628
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

მუსიკალური პროექტის „ვოისის“ ყოფილი კონკურსანტი ჯგუფი „ალეგრო“, რომელიც კონკურსს გასულ live შოუზე, მათი მენტორის, დავით ევგენიძის გადაწყვეტილებით გამოეთიშა, სოციალური ქსელის ოფიციალურ გვერდზე სკანდალურ წერილს აქვეყნებს.

ჯგუფის ინფორმაციით, დავით ევგენიძეს მათი და არა მხოლოდ მათი მხრიდან კონკურსის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება, იძულებით მიაღებინეს, რის გამოც, მაესტრო დავით ევგენიძე ჯანმრთელობის გაუარესების ფონზე საავადმყოფოშია გადაყვანილი.

 „ჯგუფი „ალეგროს“ თაყვანისმცემლებო!

მძიმე საკონკურსო პირობების ფონზე, მაესტრო დავით ევგენიძის, ჯანმრთელობა გაუარესდა და საავადმყოფოშია!

ჩვენს ჯგუფ „ალეგროსთან“ მიმართებაში შექმნილ (არა მარტო) …. საკონკურსო  პირობებიდან გამომდინარე იძულებითი გადაწყვეტილების ფონზე, მოუწია საკმაოდ მძიმე გადაწყვეტილების მიღებაც…

“ალეგრო “ ფინალს გამოეთიშა!

მაესტრო დავით ევგენიძეს ვუსურვებთ გამოჯანმრთელებას!

მაესტრო დავით, ჩვენ თქვენს გვერდში ვართ“, - ნათქვამია ჯგუფ „ალეგროს“ მიერ, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ წერილში.

ცნობისთვის, პროექტ ახალი ხმის გამარჯვებული, 2023 წელს საქართველოს კონკურს „ევროვიზიაზე“ წარადგენს. „ახალ ხმაში“ მონაწილეობას ასევე პროექტ „მხოლოდ ქართულის“ გამარჯვებული, სოფო ბათილაშვილიც იღებდა, რომლის სამი გამოსვლა პროექტის ფარგლებში ე.წ. გლობალზე მოხვდა, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ამ დრომდე გლობალზე, არცერთი სხვა კონკურსანტის გამოსვლა არ მოხვედრილა, თუმცა ბათილაშვილი მოულოდნელად, ასევე მისი მენტორის სოფო ტოროშელიძის გადაწყვეტილებით გამოეთიშა პროექტს, რასაც მაყურებლის გაღიზიანება მოჰყვა და საუბარი იმაზე, რომ პროექტი, შესაძლოა მიკერძოებული იყოს, რომელიმე სხვა კონკურსანტის მიმართ, აღნიშნულთან დაკავშირებით, ბათილაშვილმა, სოციალურ ქსელში ვრცელი წერილიც გამოაქვეყნა.

 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა