გაიდაიმ შესაძლოა ლუჰანსკის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტი დაკარგოს - რატომ?!

სულ ნახვები : 3,793
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

სერჰი გაიდაი შესაძლოა მალე ლუჰანსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობიდან გაათავისუფლონ. ამის შესახებ უკრაინული მედია სანდო წყაროებზე დაყრდნობით წერს.

„უახლოეს მომავალში სერჰი გაიდაიმ ლუგანსკის ოლქიდან,  შესაძლოა დაკარგოს უმაღლესი სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტი. მისი ყაზახეთში ელჩად გადაყვანა სურთ“- ციტირებს  წყაროს მედია. 

გამოცემის პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ  ახლა უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი და ახლად დანიშნული მოადგილე ოლექსი კულება რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციების ახალ ხელმძღვანელებს ეძებენ. 

აღნიშნულია,  რომ ახლა საკმაოდ რთულია ვაკანსიებზე შესაფერისი კანდიდატების პოვნა.  რადგან არ არის ბევრი ადამიანი, ვისაც სურს ხელმძღვანელობდეს ხერსონის, ზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკის და სუმის რეგიონებს, რადგან ეს რეგიონები რუსული არმიის პოტენციური ახალი შეტევის მიმართულებად განიხილება.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა