მაღალჩინოსნები ჩართულები არიან კორუფციულ სქემებში - ნინო გიგაური

სულ ნახვები : 244
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ქვეყანაში კონკრეტული ნაბიჯები არ იდგმება იმისთვის, რომ გავუმკლავდეთ კონკრეტული ტიპის კორუფციას“ - ასე ეხმიანება „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ხელმძღვანელი ნინო გიგაური, ინფორმაციას, რომელიც ორგანიზაციამ გამოაქვეყნა და რომლის მიხედვითაც, საქართველოს კორუფციის აღქმის ინდექსით 56 ქულა აქვს. 

გიგაურის თქმით პრობლემა არის ის, რომ კანონის აღსრულება არ ხდება და ამ მხრივ, ქვეყანაში, არანაირი მნიშვნელოვანი და არსებითი ნაბიჯები არ იდგმება. 

„ჩვენ თუ შევხედავთ განვლილ ათ წელიწადს ვნახავთ, რომ ამ მიმართულებით ნაბიჯები არ გადადგმულა და გვაქვს თითქმის იმავე ქულა და ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ გვაქვს დაბალ დონეზე კორუფცია და გვაქვს სერიოზული გამოწვევები ელიტურ კორუფციასთან დაკავშირებით. 

ამას ემატება კიდევ ის, რომ დღეს ჩვენ ვსაუბრობთ სახელმწიფოს მიტაცებაზე, ბიძინა ივანიშვილის და მასთან დაკავშირებული პირების მიერ. ჩვენ ვიცით რომ პრობლემები არის სახელმწიფო შესყიდვის ნაწილში და პრობლემები არის დამოუკიდებელი ინსტიტუტების დამოუკიდებლად მუშაობის. 

დღესდღეობით ჩვენ ვიცით, ძალიან ბევრი საქმე, სადაც მაღალჩინოსნები ჩართულები არიან კორუფციულ სქემებში, მაგრამ ამ ფაქტების გამოძიება არ ხდება და ამ პირების პასუხისმგებლობის დაყენებაც არ ხდება. აი ამაშია პრობლემა და იმაში, რომ არ ხდება აღსრულება კანონის“, - განაცხადა გიგაურმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სამართალი ► კრიმინალი ► Მეტის ნახვა