შეუძლებელია გერმანიიდან იმართოს „ვივამედის“ უვიცი მედპერსონალი - მარიამ ჯიშკარიანი

სულ ნახვები : 736
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„მდგომარეობა არის საგანგაშო, კლინიკა „ვივამედს“ არ აქვს რანაირი გამოცდილება, მე როგორც ამიხსნა ჩვენმა გერმანელმა კოლეგამ ეს ხდება ძალიან კარგად დატრენინგებული, სპეციალური ჯგუფის მიერ, ვისაც აქვს შესაბამისი გამოცდილება და ამას სჭირდება სპეციალურად დატრენინგებული ექიმები და მედდები“ - აღნიშნული განცხადება, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი მოძრაობა „ემპათიას“ ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა დღეს, 31 იანვარს გააკეთა.

ჯიშკარიანის თქმით, სააკაშვილი საჭიროებს აუცილებლად საზღვარგარეთ, გადაყვანას, რადგანაც წარმოუდგენელია სხვა ქვეყნიდან მოხდეს, აქ მკურნალობის პროცესის მართვა, მან ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ კლინიკა „ვივამედმა“ ნდობა დაკარგა.

მეთვალყურეობა მიმდინარეობს ნუტრიციოლოგის მიერ, რომელსაც ასევე აქვს შესაბამისი გამოცდილება და სპეციალური მომზადება გავლილი, ეს ხდება ევროპაში. 

„გეგმა ბ რაც ეხება პარენტერალურ მკურნალობას, ჩვენ განვიხილავთ საკითხებს, რომ ჩაერთოს ამაში ჩვენი გერმანელი კოლეგა, ეს არის ჩვენი სარეზერვო და ამავდროულად სარისკო გეგმა, რადგანაც შეუძლებელია გერმანიიდან იმართოს „ვივამედის“ უვიცი მედპერსონალი. 

„ვივამედს“ დაკარგული აქვს პაციენტის ნდობა, იმ აბსურდული განცხადებებით, რომ გემრიელი საჭმელი ყოფილა გამოსავალი იმისგან, რაც მიხეილ სააკაშვილს აქვს“, - განაცხადა ჯიშკარიანმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა
მედიცინა ► Მეტის ნახვა