სპორტის ჟურნალისტებმა საუკეთესოდ ლაშა ტალახაძე დაასახელეს

სულ ნახვები : 219
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ისევ ლაშა

სასტუმრო პულმენში საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული ღონისძიება გაიმართა, სადაც განვლილი წელი იქნა შეჯამებული.

სპორტული მედიის წარმომადგენლებმა, 2022 წლის საუკეთესო ვაჟ სპორტსმენად ძალოსანი ლაშა ტალახაძე დაასახელეს. ტალახაძემ 156 ქულა მოაგროვა და მეორე ადგილზე გასულ ძიუდოში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონს, საერთაშორისო ფედერაციის რეიტინგის პირველი ნომერი ტატო გრიგალაშვილს (141) მცირედით აჯობა. მესამე ადგილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიას (112) დარჩა.

აღსანიშნავია, რომ ტალახაძემ სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის გამოკითხვაში ზედიზედ მეექვსედ გაიმარჯვა, რაც რეკორდია.

ქალთა შორის საუკეთესოს ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი (75) გახდა. მეორე ადგილზე ბატუტზე მხტომელი ლუბა გოლოვინა (64) გავიდა, ხოლო მესამეზე მოჭადრაკე ნინო ბაციაშვილი (23).

ეთერ ლიპარტელიანმა ზედიზედ მესამედ მოიგო საქართველოს საუკეთესო ქალი სპორტსმენის წოდება.

2022 წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი ხვიჩა კვარაცხელია (36) გახდა. მეორე ადგილზე ალექსანდრე წივწივაძე (28) გავიდა, ხოლო ბატუტზე მხტომელი ანანო აფაქიძე (26) მესამე იყო.

ხვიჩა ამ ნომინაციის გამარჯვებული ზედიზედ მეორედ გახდა.

წლის მწვრთნელის წოდება ძალოსანთა ნაკრების თავკაცმა, გიორგი ასანიძეს (46) მიიღო. ძიუდოისტთა მწვრთნელი ლაშა გუჯეჯიანი (41) მეორე გახლდათ, ხოლო მორაგბეთა ეროვნული გუნდის დამრიგებელი ლევან მაისაშვილი (39) მესამე.

2022 წლის უძლიერეს გუნდად ფეხბურთელთა ნაკრები (67) დაასახელა. მეორე ადგილზე მორაგბეები (66) გავიდნენ, ხოლო წყალბურთელებმა (15) მესამე ადგილი დაიკავეს.

ჟურნალისტებმა მეორედ გამოავლინეს წლის პარასპორტსმენები: მთავარი პრიზი ამჯერად ეტლით მოფარიკავე ირმა ხეცურიანს ხვდა წილად. ვაჟთა შორის კი, საუკეთესოდ აკაკი ჯინჭარაძე (პარაწოლჭიმი) დასახელდა.

საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის რეფერენდუმში მონაწილეობა 73-მა ჟურნალისტმა მიიღო.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები