ქართულ წყვილს ფინალში გასასვლელად ქულა დააკლდა

სულ ნახვები : 260
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ინდონეზიის ქალაქ ჯაკარტაში მიმდინარე მსოფლიო თასზე პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში შერეულ წყვილთა შორის, საქართველოს ნაკრებს ფლეი ოფამდე ერთი ქულა დააკლდა.

შეჯიბრში ორი ქართული დუეტი ჩაება: ლიზი კილაძე-კაკო მოსულიშვილის წყვილმა საკვალიფიკაციო ეტაპზე 570 ქულა დააგროვა და 18 მონაწილეს შორის მე-8 ადგილი დაიკავა და ფინალში გამსვლელ ექვსეულს მხოლოდ ქულით ჩამორჩა.

მარიამ ფროდიაშვილი-ცოტნე მაჭავარიანის დუეტმა კი 566 ქულა მოინაგრა, რაც საკმარისი მე-10 ადგილის დასაკავებლად აღმოჩნდა.

ჩვენებს ინდონეზიაში ნინო სალუქვაძე და ლევან ქადაგიძე დაემატებიან და ქალთა და ვაჟთა გუნდურ პირველობაში გამოვლენ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები