სააკაშვილი კრიტიკულ მდგომარეობაშია - „ვივამედში“ მისი უფლებადამცველი მივიდა
სულ ნახვები :
303
...
მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა კრიტიკულია, რამდენიმე წუთის წინ აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა, მისმა უფლებადამცველმა შალვა ხაჭაპურიძემ.
მისი განცხადებით, მას სააკაშვილის მკურნალმა ექიმმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებით აცნობა და უთხრა, რომ მესამე პრეზიდენტი, რეანიმაციულ განყოფილებაში გადაჰყავთ.
ცნობისთვის, სააკაშვილის რეანიმაციაში გადაყვანასთან დაკავშირებით, განცხადება გააკეთა, გიორგი ჩალაძემაც.