ვიდრე ძირს არ დავარდება გათიშული დირექტორი მშვიდადაა - ნანუკა ჟორჟოლიანი ზურაბ ჩხაიძის განცხადებაზე
...
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულ ზღვარზეა. დღეს, 31 იანვარს გავრცელებული ინფორმაციით, მან გონება რამდენჯერმე დაკარგა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა კლინიკა „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ, რომელმაც განაცხადა, რომ სააკაშვილი არ დაცემულა და ცუდად გახდომისას, ის კედელს მიეყრდნო.
„ვივამედის“ კლინიკური დირექტორის პოსტს, ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში ეხმიანება.
„მიშას გული წაუვიდა დღეს ორჯერ. კლინიკის დირექტორი ამბობს, არ წაქცეულა, კედელს მიეყრდნო ზურგითო.
ანუ, ვიდრე ძირს არ დავარდება გათიშული დირექტორი მშვიდადაა“, - წერს ჟორჟოლიანი.
ცნობისთვის, რამდენიმე წუთის წინ გავრცელებული ინფორმაციით, სააკაშვილი რეანიმაციულ განყოფილებაში გადაჰყავთ.