40 ქვეყანა რუსი და ბელარუსი სპორტსმენების წინააღმდეგ

სულ ნახვები : 189
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

რამდენიმე დღეა ვრცელდება ინფორმაცია, რომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი (სოკ) 2024 წლის პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე რუსი და ბელარუსი სპორტსმენების დაშვებას განიხილავს.

მართალია, ამ ყველაფრის უკან კონკრეტული დავალებები იქნა, თუ რა ეკრძალებოდათ რუს და ბელარუსს სპორტსმენებს, მაგრამ უკმაყოფილება გამოიწვია.

ცხადია, თავდაპირველად პროტესტი უკრაინელებმა გამოხატეს, რომელსაც სწრაფად აჰყვა პოლონეთი. უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადა ესტონეთმაც.

თუ სოკ-ი მაინც გადაწყვეტს რუსი და ბელარუსი სპორტსმენების ოლიმპიადაზე დაშვებას, უკრაინის მოკავშირე სახელმწიფოები კოალიციის შექმნას აპირებენ.

სულ ბოლოს კი, უკრაინის რადას დეპუტატმა, ოლიმპიურ ჩემპიონმა ჟან ბელენიუკმა განაცხადა, რომ 40 სახელმწიფო მზად არის, სოკ-ს ულტიმატუმი წაუყენოს, რათა პარიზში რუსი და ბელარუსი სპორტსმენები არ დაუშვან.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები