მთავრობაში ახლა განგაში უნდა გამოცხადდეს - ელისო კილაძის თქმით სააკაშვილისთვის რეანიმაციული განყოფილება მზადდება

სულ ნახვები : 362
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ვფიქრობ საქართველოს მთავრობაში ახლა განგაში უნდა გამოცხადდეს და მოხდეს მისი გადაყვანის გეგმის მომზადება“ - ეს განცხადება გაზეთ „ქრონიკა+“ - ის მთავარმა რედაქტორმა ელისო კილაძემ, კლინიკა „ვივამედიდან“ დღეს, 31 იანვარს პირდაპირი ჩართვისას გააკეთა. 

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა და წუთი-წუთზე ის რეანიმაციულ განყოფილებაში იქნება გადაყვანილი. 

„მიხეილ სააკაშვილის კორონავირუსი დღეის მონაცემებით აღარ უფიქსირდება, თუმცა მისი წონის ინდექსი, არის კრიტიკულ ზღვარზე და სწორედ ამიტომ, საჭირო არის, რომ მისი გადაყვანა მოხდეს რეანიმაციაში. 

გადაყვანა ხდება აქვე, ის არ გაჰყავთ კლინიკიდან, ამ წუთებში უკვე მზადდება რეანიმაციული განყოფილება მის გადასაყვანად. 

ეს არის მისი მკურნალი ექიმის და საავადმყოფოს ადმინისტრაციის გადაწყვეტილება და ეს არის დასტური კიდევ ერთი იმისა, რომ მისი მდგომარეობა არის მძიმე“, -განაცხადა კილაძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა