ნაუსედა: ჩვენ უნდა შევწყვიტოთ წითელი ხაზების გავლება და უკრაინას მივცეთ საჭირო იარაღი

სულ ნახვები : 162
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ნატოს ქვეყნებმა უნდა შეწყვიტონ წითელი ხაზების გავლება  და უკრაინას მიაწოდონ ის იარაღი, რაც მას სჭირდება. ამის შესახებ ლიეტუვის  პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ ორშაბათს საღამოს LRT-თან ინტერვიუში, განაცხადა.

„ბევრი წითელი ხაზი მინახავს გავლებული და ზოგჯერ ისეთი შთაბეჭდილებაც კი მრჩება, რომ ეს წითელი ხაზები გავლებულია არა ჩვენ, დასავლეთის ქვეყნების, დემოკრატიების, არამედ რუსეთის ტერორისტული სახელმწიფოს მიერ, რომელიც შიშითა და მუქარით ცდილობს დააწესოს ზღვარი“, - განაცხადა მან. 

ნაუსედამ აღნიშნა, რომ უკრაინის საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე წითელი ხაზი უკვე გადაკვეთილია და ესეც მოიშლება. 

„რუბიკონი გადაიკვეთა, ასე რომ, დიდი იმედი მაქვს, რომ ეს წითელი ხაზი - თუ ის ნამდვილად არსებობს და ვფიქრობ, რომ მხოლოდ ჩვენს თავებში არსებობს - ასევე გადაიკვეთება“, - თქვა მან კიევის მოთხოვნაზე გამანადგურებელი თვითმფრინავების მიწოდების შესახებ დასმული კითხვის კომენტირებისას.


Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა