„ოცნებას“ თუ გონია, რომ ამ ბეწვის ხიდს ძალიან მარტივად გაივლის ცდება - ირაკლი კუპრაძე მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე

სულ ნახვები : 554
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„მიხეილ სააკაშვილი დღეს, როგორც პატიმარი ფაქტობრივად სასიკვდილო სარეცელზე მოათავსა „ქართულმა ოცნებამ“ და ეს გრძელდება“ - ეს განცხადება პარტია „ლელოს“ წარმომადგენელმა ირაკლი კუპრაძემ ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ეთერში საუბრისას გააკეთა. 

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს კლავენ და ეს არის რეალობა. კუპრაძემ ასევე აღნიშნა, რომ თუ სააკაშვილის სიცოცხლე ფატალური შედგით დასრულდება „ქართული ოცნება“ და მის სქემაში მყოფი ადამიანები ერთმანეთს თავად გამოააშკარავებენ. 

„სამწუხაროდ ამის თქმა გვიწევს დღეს, თუ დადგება მძიმე შედეგი მკვლელობა, დიახ, მკვლელობის კვალიფიკაცია უნდა მივცეთ ამ ყველაფერს, ვირთხებივით დადგებიან დაწყებული სამედიცინო ადმინისტრაციიდან და „ქართული ოცნებით“ დასრულებული დაიწყებენ ერთმანეთზე გადაბრალებით. 

ნინო ნადირაძე, რომელიც თითქოსდა კლინიკას წარმოადგენს, გამოდის და ყოველდღიურად პოლიტიკურ განცხადებას აკეთებს და პოლიტიკურ პაექრობაში არიან ერთმანეთთან. ის არის დღეს პოლიტიკოსი და პოლიტიკური წარმომადგენელია „ქართული ოცნების“, შესაბამისად ის აუცილებლად მიადგება „ოცნებას“ და ერთად დაფქვავენ იმ სისტემას, როგორ ხდება მიხეილ სააკაშვილის ლიკვიდაცია, რასაც პირაპირ ეთერში ვხედავთ ჩვენ, რაც იქნება ძალიან მძიმე დარტყმა საქართველოს სახელმწიფოებრიობის და შემდგომ უკვე შეკავება იმის, როცა ოპოზიცია ვამბობთ, რომ ცვლილებები უნდა მოხდეს, ამ ბრაზის შეკავება ძალიან რთული იქნება და „ოცნებას“ თუ გონია, რომ ამ ბეწვის ხიდს ძალიან მარტივად გაივლის ცდება“, - განაცხადა კუპრაძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა