შეუძლით ინდივიდუალური გადაწყვეტილებები მიიღონ - დავით კირკიტაძე პარლამენტის დატოვებაზე

სულ ნახვები : 228
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

თუ სურვილი აქვთ, შეუძლიათ  ინდივიდუალური გადაწყვეტილებები მიიღონ, - აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი დავით კირკიტაძე პარტიის პოლიტსაბჭოს ყოფილი თავმჯდომარის, კობა ნაყოფიას განცხადებაზე პარლამენტის დატოვებასთან დაკავშირებით. 

კირკიტაძის თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით პარტიას საერთო გადაწყვეტილება არ აქვს. 

„ამაზე დიდი ხანია მიმდინარეობს მსჯელობა,  არის აზრთა სხვადასხვაობა.  ინდივიდუალურად ეს გაუკეთებიათ ადამიანებს, მათ შორის ნონა მამულაშვილს. ახლაც,  თუ სურვილი აქვთ, შეუძლიათ  ინდივიდუალური გადაწყვეტილებები მიიღონ, ამას არავინ არ უშლით. ამის შესახებ პარტია ჩამოყალიბდება და გააკეთებს შესაბამის განცხადებას“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ. 

 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს ყოფილმა  თავმჯდომარემ კობა ნაყოფიამ განაცხადა, რომ  ნაციონალურმა მოძრაობამ  პარლამენტის  დატოვების საკითხზე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა