ემოციურად ვარ ძალიან, ვხედავ, ძმა მიკვდება - გიორგი სააკაშვილი

სულ ნახვები : 249
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ყოველთვის ვცდილობდი, რომ ზომიერი განცხადებები გამეკეთებინა, მაგრამ ამოვიდა უკვე ყელში ეს ყველაფერი, ვინაიდან ვხედავ, რომ ძმა მიკვდება, - ამის შესახებ  მიხეილ სააკაშვილის ძმამ გიორგი სააკაშვილმა კლინიკა „ვივამედთან“ განაცხადა

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა და ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. 

„ემოციურად ვარ ძალიან. მეც ჯერ ბოლომდე არ ვარ გარკვეული, ამიტომ მოვედი, რომ გავარკვიო.  ვხედავთ, რომ დღითი დღე უარესდება და მართლა, როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს მარაზმი?  მართლა სირცხვილია, რა დღეში ამყოფებენ ადამიანს. ამიტომ, ჩვენ გავერთიანდებით, საზოგადოება და ჩვენ მიშას არ მოვაკვლევინებთ, მე ვიქნები გარანტი, ძმა მაგისი. ყოველთვის ვცდილობდი, რომ ზომიერი განცხადებები გამეკეთებინა, მაგრამ ამოვიდა უკვე ყელში ეს ყველაფერი, ვინაიდან ვხედავ, რომ ძმა მიკვდება“, - განაცხადა გიორგი სააკაშვილმა


Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა