ვერ დადგინეს, რამდენ ნაწილად არიან დაყოფილები - გურამ მაჭარაშვილი „ნაციონალებზე“

სულ ნახვები : 154
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

რამდენ ნაწილად არიან დაყოფილები, ალბათ,  ეს ჯერ თვითონაც ვერ დაადგინეს, ამიტომ არ უნდათ პარლამენტში, -  ამის შესახებ განაცხადა „ქართული ოცნებიდან“ გამოყოფილი ჯგუფის, „ხალხის ძალის“ დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობაზე“. 

მაჭარაშვილის თქმით, „ნაციონალების“ პარლამენტში ყოფნას არც ადრე ჰქონდა აზრი და ახლა, მითუმეტეს აღარ აქვს. 

„არც ადრე ჰქონდა ამას მნიშვნელობა და ახლა  განსაკუთრებულად აღარანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს, პარლამენტში ფიზიკურად იქნებიან თუ არ იქნებიან. რამდე ნაწილად არიან დაყოფილები, ალბათ, ჯერ კიდევ ვერ გაარკვიეს, შესაბამისად, ამიტომაც არ უნდათ, ზოგოერთ მათგანს, რომ საქართველოს პარლამენტში იყვნენ“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა