კლინიკა „ვივამედში“ სამართალდამცავების მობილიზება მოხდა

სულ ნახვები :
675




...
კლინიკა „ვივამედში“ სადაც ამ დროისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია მოთავსებული, სამართალდამცავების მობილიზება მოხდა.
აღნიშნული ქმედება კლინიკასთან მას შემდგომ განხორციელდა, რაც გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო რეანიმაციულ განყოფილებაში გადაჰყავდათ და კლინიკაში ძალიან ბევრი ადამიანი მივიდა, მათ შორის იყო, ენმ-ს ახლად არჩეული თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილიც.