უკრაინელებმა რუსი დივერსანტები ნავებშივე გაანადგურეს

სულ ნახვები :
149




...
დნეპრის შესართავთან არსებულ კუნძულებთან, გასული დღის განმავლობაში უკრაინელი დამცველების მიერ სულ მცირე 5 მსუბუქი ნავი რუსული დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფებით განადგურდა.
ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი Facebook-ზე იტყობინება.
”მტერმა გააძლიერა თავისი დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფების საქმიანობა დნეპრის შესართავთან არსებული კუნძულების მიდამოებში. ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს სულ მცირე ხუთი მსუბუქი კატარღა ასეთი მტრის ჯგუფებით” - ნათქვამია შეტყობინებაში.