რუსეთში არიან ადამიანები, რომლებთანაც ძალიან ადვილია მუშაობა - უკრაინის დაზვერვის ხელმძღვანელი

სულ ნახვები : 232
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

უკრაინის მთავარი დაზვერვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა განაცხადა, რომ რუსეთში არიან ადამიანები, რომლებთანაც ადვილია მუშაობა.  ამასთან დაკავშირებით მან The Washington Post-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

ბუდანოვი თვლის, რომ კრემლი სიფრთხილით უნდა მოეკიდოს კოლაბორატორებს მის შუაგულში. 

"ამ ტერიტორიაზე ნამდვილად არის ხალხი, ვისთანაც ძალიან ადვილია მუშაობა, ადამიანები, რომლებსაც ესმით, რომ რუსეთი განსხვავებული უნდა იყოს. ჩვენ კი ასეთ ადამიანებს ვუჭერთ მხარს." - აღნიშნა ბუდანოვმა. 

ამასთან, დაზვერვის უფროსმა გაიმეორა, რომ რუსეთის დიქტატორ ვლადიმერ პუტინს აქვს ტერმინალური კიბო და ჰყავს მრავალი ორეული.


Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა