რას ელოდებიან, რომ კომაში ჩავარდეს? - პაატა ბურჭულაძე

სულ ნახვები : 239
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

რას ელოდებიან, რომ კომაში ჩავარდეს? არ უნდა გავეკეთოთ ის, რომ კიდევ ერთი პრეზიდენტი მოვკლათ, ეს შეიძლება მერე ჩვევაში გადაგვივიდეს, - ამის შესახებ მსოფლიო ბანმა  პაატა ბურჭულაძემ კლინიკა „ვივამედთან“ განაცხადა   

მისი თქმით, რაც მიხეილ სააკაშვილთან დაკაშვირებით ხდება, სამარცხვინოა ქვეყნისთვის. 

„მე არ შემეძლო სახლში დავრჩენილიყავი, როცა გავიგე,  რომ რეანიმაციაში გადაყავთ მიშა. საქართველო დღეს წერს თავისი ისტორიის ყველაზე სამარცხვინო ფურცელს, როდემდე უნდა ვიყოთ ჩვენი ღირსებით დამოკიდებული ბიძინა ივანიშვილზე და მის ქონებაზე?

 ძალიან ვწუხვარ,  რომ ამაში მოსამართლეებთან და სხვებთან ერთად  გარეული არიან ექიმები. გავიგე, რომ ჯერ კიდევ არ არის გადაყვანილი რეანიმაციაში და რაღაცას ელოდებიან. 

რას ელოდებიან, რომ კომაში ჩავარდეს? ეს არის გამოსავალი? სამარცხვინოა, რაც ხდება, ჩვენ ყველას უნდა გვრცხვენოდეს. არ უნდა გავეკეთოთ ის, რომ კიდევ ერთი პრეზიდენტი მოვკლათ, ეს შეიძლება მერე ჩვევაში გადაგვივიდეს“, - განაცხადა ბურჭულაძემ.

მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა, რის გამოც  კლინიკა „ვივამედთან“   მოქალაქეები მივიდნენ, რასაც  სისტემამ ტერიტორიაზე პოლიციის მობილიზებით უპასუხა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა