მოვუწოდებ, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით სპეკულაციებს თავი დაანებონ - დეკანოიძე ხაბეიშვილს

სულ ნახვები : 549
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

კოლეგებთან შეუთანხმებლად ასეთი განცხადებები არ კეთდება და ყველას მოვუწოდებ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით სპეკულაციებს თავი დაანებონ, - მის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ პარტიის ახალი თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის განცხადების პასუხად განაცხადა. 

მისი თქმით, პოპულისტურ პოლიტიკას მომავალი არ აქვს.

დეკანოიძე აცხადებს რომ თანამდებობას დატოვებს, რომ  თანაპარტიელებს გადაწყვეტილებების მიღება გაუადვილდეთ. 

„პოპულისტურ პოლიტიკას მომავალი არ აქვს. მე ვაპირებ მივმართო პარლამენტის თავმჯდომარეს,  დავტოვო საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის პოსტი.  რეალურად, შემდეგ უკვე მივიღოთ ის გადაწყვეტილება, რომელიც არის პოპულისტური გადაწყვეტილება და მაინც საზიანო პარტიისთვის. 

კოლეგებთან შეუთანხმებლად ასეთი განცხადებები არ კეთდება, მე არ ვიცოდი ამ განცხადების შესახებ, ამიტომ ნებისმიერ შემთხვევაში ყველას მოვუწოდებ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით სპეკულაციებს თავი დაანებონ“, - განაცხადა დეკანოიძემ. 

პარტიის თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა  ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ თუ „ქართული ოცნება“ მიხეილ სააკაშვილს საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაუშვებს, ის  მზად არის,  რომ ნაციონალურმა მოძრაობამ დატოვოს როგორც პარლამენტი,  ისე საკრებულოები, ასევე ნაციონალური მოძრაობის ცენტრალური ოფისი გადასცეს „ქართულ ოცნებას“.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა