ისრაელის პრემიერი უკრაინისთვის „რკინის გუმბათის“ გადაცემას არ გამორიცხავს - მიაწვდის თუ არა ნეთანიაჰუ კიევს ანტისარაკეტო კომპლექსს

სულ ნახვები : 297
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ არ გამორიცხავს უკრაინისთვის  ანტისარაკეტო კომპლექსის - რკინის გუმბათის  გადაცემას.

ამის შესახებ Cnew-ი CNN-თან ნეთანიაჰუს  ინტერვიუზე დაყრდნობით იუწყება.

ამერიკული გამოცემის ჟურნალისტმა  ნეთანიაჰუს ჰკითხა, შეუძლია  თუ არა ისრაელს  დაეხმაროს უკრაინას, კერძოდ, რკინის გუმბათის გადაცემით.

ისარელის პრემიერმა არ უარყო მსგავსი შესაძლებლობა და აღნიშნა, რომ ამ საკითხს სწავლობენ.

” ჩვენ  ნამდვილად განვიხილავთ  ამას (კრინის გუმბათის უკრაინისთვის გადაცემას-რედ)”, - თქვა მან.

აღსანიშნავია, რომ „რკინის გუმბათი“ (Iron Dome) არის მობილური საჰაერო თავდაცვის სისტემა, რომელიც შემუშავებულია ისრაელის კომპანია Rafael Advanced Defense Systems-ის მიერ.

შეგახსენებთ, მანამდე ისრაელის მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ განიხილავს უკრაინას ჰუმანიტარული დახმარების გარდა „სხვა დახმარების“ მიწოდების საკითხსაც, რაც ანალიტიკოსების აზრით ნიშნავს იარაღს. მან ასევე აღნიშნა, რომ ისრაელი ეწინააღმდეგება ირანის მიერ იარაღის წარმოებას, რომელიც „უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენება“.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა