„თუკი ვაჟკაცია, გაუძლოს“ - გია ვოლსკი მიხეილ სააკაშვილზე

სულ ნახვები : 903
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„თუკი ვაჟკაცია, გაუძლოს დამსახურებულ სასჯელს და პოლიტიკურ ასპარეზზე შემდეგ გამოვიდეს“ - ასე ეხმიანება უმრავლესობის წარმომადგენელი გია ვოლსკი, დღეს, 1 თებერვალს მიხეილ სააკაშვილის კადრებს, რომლებმაც მისი მოწინააღმდეგეებიც კი შეაძრწუნა.

ვოლსკის თქმით, ქართველ ექიმებს მისი სრულად განკურნება შეუძლიათ.

„რასაც მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ვხედავთ, არის ის, რომ ჩვენი სამედიცინო რესურსი საკმარისია არათუ გადაარჩინოს მისი სიცოცხლე, არამედ ძალიან მოკლე ხანში გამოაჯანმრთელოს და ფეხზე დააყენოს - თუკი ვაჟკაცია, გაუძლოს დამსახურებულ სასჯელს და პოლიტიკურ ასპარეზზე შემდეგ გამოვიდეს“, - განაცხადა ვოლსკიმ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა