ხაბეიშვილი: უახლოეს პერიოდში უკრაინაში ჩასვლას ვაპირებ

სულ ნახვები : 1,810
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

უახლოეს პერიოდში უკრაინაში ჩასვლას ვაპირებ - განაცხადა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა გიორგი თარგამაძის ფორმულას ეთერში პარტიის სამომავლო გეგმებზე საუბრის დროს.

"ხვალ ევროკავშირის ელჩს ვხვდები, ასევე, ხვალვე ევროკავშირის წევრი ქვეყნის ერთ-ერთ ელჩს. ასევე, მე ვაპირებ უახლოეს პერიოდში უკრაინაში ჩასვლას, ასევე, ჩვენ გვაქვს გეგმები, რომ ბრიუსელში, აშშ-ში ნაციონალურ მოძრაობას უნდა ჰყავდეს წარმომადგენლობა და მათ შორის, ჩვენ იქ აქტიურად ყოველდღიურ რეჟიმში უნდა ვმუშაობდეთ. მე ამაზე ვმუშაობ, რომ ბრიუსელში ნაციონალური მოძრაობის ოფისი იყოს გახსნილი, სადაც კონკრეტული ჯგუფი ყოველდღიურ რეჟიმში იმუშავებს" - აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა