გავლენაც ამას ჰქვია, საზოგადოებრივი ტელევიზია დააჩოქოს და ერი „აბოლებინოს“ მათი სმს-ბის სამართლიანობაზე - თამარ ივერი პროექტ VOICE-ზე

სულ ნახვები : 464
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გასულ მუსიკალურ მეგა შოუ VOICE-სთან დაკავშირებით, მისი ეთერში გასვლიდან მალევე ალაპარაკდნენ, რომ პროექტი, ერთ კონკრეტულ ადამიანზე იყო მორგებული და საბოლოოდ ის შედეგი დაიდებოდა, რაც მათ სურდათ.

პროექტის ფინალური ეტაპი გუშინ, 2 თებერვალს შედგა, შედეგების მიხედვით კი, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაწყვეტილებით მაყურებელს უნდა დაეყენებინა, პროექტის გამარჯვებული და შესაბამისად „ევროვიზია 2023“-ზე საქართველოს სახელით გამსვლელი კონკურსანტი, 21 წლის ირუ ხეჩანოვი გახდა.

პროექტის დასრულებისთანავე, შედეგებთან და კულუარულ ამბებთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში აქტიური განხილვა დაიწყეს, მათ შორის ცნობილმა სახეებმაც. ცნობილი მეცო-სოპრანო, თამარ ივერი აღნიშნულთან დაკავშირებით ღიად აცხადებს, რომ პროექტი, ერთი კონკრეტული ადამიანისთვის იყო და სწორედ ის გახდა გამარჯვებული, რის გამოც მომღერალი „VOICE“ - ს ჯიბის პროექტად მოიხსენიებს.

„ვააჰ, მართლაც ბრავო! რა იმ "ვოისის" რეჟისორს, ვისი მხრიდან ზეწოლაზეც ყველა საუბრობდა კულუარებში!!!

გავლენაც ამას ჰქვია, საზოგადოებრივი ტელევიზია დააჩოქოს და ერი "აბოლებინოს" მათი სმსბის სამართლიანობაზე, ქვეყნის წამყვანი პროექტი - თვეების მანძილზე მისი "ჯიბის პროექტის" დონეზე დაიყვანოს და არხზე თუ მენტორებზე პერმანენტული ზეწოლის ფონზე ბოლოს მაინც მიაღწიოს მიზანს მისი სასურველი კანდიდატის გამარჯვების მიღწევით!

ნუ,ამის შემდეგ მართლაც რომ:

no words! როგორც იტალიელი მაფიოზები იტყვიან:

Padrino,bacciamo le mani !!

ეჰ, როგორც კუზიანი არ გასწორდება,ისე ამ ქვეყანას არაფერი გამოასწორებს... საზმაუმ მისი დავალება 5-იანზე შეასრულა.ახლა ევროვიზიაზე "ტრიუმფალურ გამარჯვებას" ველით!! რადგან ამ Padrino რეჟისორის იმედი გვაქვს. დარწმუნებული ვარ, იქაც ჟანგბადს გადაუკეტავს ევროზონის ყველა ქვეყნის ჟიურის სანამ მისთვის სასურველ რეზულტატს არ დაადებინებთ!“, - წერს ივერი.

ცნობისთვის, პროექტში მიკერძოების შესახებ საუბრობს, ყოფილი წარმომადგენელი ჯგუფი „ალეგროც“, რომლებმაც ღიად ისაუბრეს იმაზე, რომ მათ მენტორს დავით ევგენიძეს გარკვეული გადაწყვეტილებები, ზეწოლით მიაღებინეს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

კულტურა ► შოუბიზნესი ► Მეტის ნახვა