რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაური შვეიცარიაში კგბ-ს აგენტი იყო

სულ ნახვები : 2,083
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაური,  პატრიარქი კირილი  1970-იან წლებში, ჟენევაში, საბჭოთა კავშირის სასარგებლოდ ჯაშუშობდა,  სადაც ის რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელი იყო ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში.

ამის შესახებ Cnews-ი  SonntagsZeitung-ზე დაყრდნობით იუწყება.

გავლენიანი გერმანულენოვანი გაზეთის ცნობით, გასაიდუმლოებული არქივი მიუთითებს იმაზე, რომ კირილი მუშაობდა კგბ-ში და იყო დაზვერვის ოფიცერი. ის ჯაშუშობით იყო დაკავებული ჟენევაში ყოფნისას. 

იქ მისი მთავარი ამოცანა იყო ეკლესიების მსოფლიო საბჭოზე გავლენის მოხდენა, რომელშიც იმ დროს ბევრი საბჭოთა აგენტი შედიოდა. რუსეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ მედიის ინფორმაციაზე რაიმე ფორმით კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა. ამავდროულად, შვეიცარიაში რუსეთის საელჩომ გამოცემას "რუსოფობიის მაგალითი" უწოდა და პატრიარქ კირილის წინააღმდეგ ყველა ბრალდება უარყო.

შეგახსენებთ, რომ პატრიარქი კირილი მხარს უჭერს რუსეთის აგრესიულ სრულმასშტაბიან ომს უკრაინის წინააღმდეგ, რომლის დროსაც უამრავი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.  პატრიარქმა კირილმა თქვა ისიც, რომ სიკვდილი უკრაინის წინააღმდეგ ომში, მსხვერპლია, რომელიც გაწმენდს  რუსეთის ფედერაციის ჯარისკაცების ყველა ცოდვას.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა