მაინც გავიყვან და გადავარჩენ სააკაშვილს, მთლად თავდაყირა, რომ დადგეს ქართული კვაზი „მართლმსაჯულება“! - შალვა ხაჭაპურიძე

სულ ნახვები : 725
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველის შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, ის მაინც მიაღწევს სამართალს და მიხეილ სააკაშვილს ციხიდან გამოიყვანს.

აღნიშნულის შესახებ მან, სოციალურ ქსელში დაწერა. 

„სამწუხაროდ კიდევ ერთხელ დაინახა მსოფლიომ, რომ საქართველოს სასამართლო სისტემა არ აქვს! მაინც გავიყვან და გადავარჩენ სააკაშვილს, მთლად თავდაყირა, რომ დადგეს ქართული კვაზი ,,მართლმსაჯულება"! კარგი იყო ეს ქართველი მოსამართლის ხელით მომხდარიყო.“ -წერს ხაჭაპურიძე
ცნობისთვის, მოსამართლე არევაძემ, მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები