ნანგრევებში მოყოლილებს კოპერნიკის სატელიტური სისტემით ეძებენ

სულ ნახვები : 214
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ევროკავშირის ეკონომიკური კომისრის პაოლო ჯენტილონის თქმით, ევროკავშირი ასევე მხარს უჭერს სამაშველო სამუშაოებს თანამგზავრის საშუალებით. 

ჯერჯერობით, ევროპის 14 წევრმა ქვეყანამ გაგზავნა თავისი სამძებრო და სამაშველო ჯგუფები სტიქიის ზონებში.  ამის შესახებ  ჯენტილონიმ ონლაინ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს  ტენდენცია გაგრძელდება. ჩვენ ასევე ვმუშაობთ კოპერნიკის თანამგზავრის საშუალებით, რათა ხელი შევუწყოთ ადამიანთა ძებნასა და გადარჩენას,” - ამბობს ის.

შეგახსენებთ, 6 თებერვალს დილით თურქეთში მომხდარი 7,7 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად სტიქიის შედეგად 3549 ადამიანი დაიღუპა, 22168 დაშავდა, 5775 შენობა დაინგრა.

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად ქვეყანაში შვიდდღიანი გლოვა გამოაცხადა.


Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა