ეს თავისუფლება, რომელიც გვაქვს, შეიძლება დავკარგოთ - პაატა მანჯგალაძე

სულ ნახვები : 328
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

მე მაინტერესებს, იმ  ადამიანებს, ვინც არ მოდიან აქციაზე, რა არგუმენტები აქვთ, ადამიანი უნდა მოკვდეს? ევროპა არ არის მნიშვნელოვანი? - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა  ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ მთავრობის კანცელარიასთან საპროტესტო აქციაზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. 

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი და საქართველო მხოლოდ ერთი, ან ორი პარტიის გადასარჩენი არაა. 

„არ აქვს მნიშვნელობა ვინ არის აქციის  ორგანიზატორი,  არ მოგწონს, მაშინ შენ ჩაატარე. ახლა არ არის ჩასაფრების,  ინტელეტუალური წიაღსვლების დრო, რომ ერთმანეთს სიტყვაში გამოვეკიდოთ. ჩვენც გვინდოდა მეტი კოორდინაცია ყოფილიყო, მაგრამ მაინც მოვედით... 

არც მარტო „ნაციონალური მოძრაობის“ გადასარჩენია მიხეილ სააკაშვილი და არც „სტრატეგია აღმაშენებლის“. მე მაინტერესებს, იმ პარტიებს, იმ ადამიანებს, ვინც აქციაზე არ მოდიან, რა არგუმენტები აქვთ, ადამიანი უნდა მოკვდეს? ევროპა არ არის მნიშვნელოვანი? ხო უნდა არსებობდეს საკითხები, რის გარშემოდაც შეგვიძლია ლაპარაკი. იცით, მერაბ კოსტავა ამბობდა, თუ კინკლაობას გადავაყოლებთ ქვეყანას, ეს თავისუფლება რომელიც გვაქვს, შეიძლება დავკარგოთ, ამიტომ ყველა უნდა დავდგეთ ვიწრო პარტიულ ინტერესზე მაღლა“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა