თურქეთის მიწისძვრას 5000 ადამიანი ემსხვერპლა - ახლა ქუჩებში მძარცველები გამოჩნდნენ

სულ ნახვები : 507
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

სურათები განსაცვიფრებელია: მაშინ, როცა თურქეთის პროვინცია ჰათაი მიწისძვრის ბევრი მსხვერპლის გადარჩენისთვის იბრძვს, (ნანგრევებიდან ამოყვანა თუ კლინიკებში მოთავსებულების მოცოცხლება)  არაკეთილსინდისიერი მძარცველები   გამოჩნდნენ ქალაქების  ქუჩებში. 

მედიის მიერ გავრცელებულ ვიდეოებში,  ქალაქ კირიხანიდან (ჰათაის პროვინცია) ჩანს,  რომ სახე დაფარული ადამიანები მაღაზიებიდან ელექტრონულ მოწყობილობებს იპარავენ.  

სხვა კადრები გვიჩვენებს კაცებსა და ქალებს, დატვირთული ჩანთებით, ტომრებით და ა.შ. 

ვითარება მთელ ჰათაის რეგიონში ძალიან დრამატულია: განსაკუთრებით მძიმედ დაზიანდა ქალაქები ანტაკია, კირიხანი, დეფნე, სამანდაგი და ისკენდერუნი. რეგიონში სახლები, ხიდები და გზები ჩამოინგრა, აეროპორტმა კი მუშაობა შეწყვიტა. საავადმყოფოები სავსეა დაშავებულებით, მათ შორის ბევრი ბავშვია.

ნანგრევების ქვეშ კი ჯერ კიდევ  უამრავი ადამიანია.


Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა