„ქვეყნისთვის დამაზიანებლად მოქმედებდნენ და ბოიკოტის რეჟიმში იყვნენ მუდმივად“ - გივი მიქანაძე ოპოზიციაზე

სულ ნახვები : 206
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

უმრავლესობის წარმომადგენელი გივი მიქანაძე, საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ, საპარლამენტო ბოიკოტის რეჟიმში გადასვლას ეხმიანება.

მიქანაძის შეფასებით, ამ კონკრეტული ქმედებით საკანონმდებლო ორგანოს და ზოგადად ქვეყანას არაფერი დააკლდება, რადგანაც ენმ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ გადამწყვეტი მნიშვნელობის მატარებლები არ არიან.

„ნაციონალური მოძრაობა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ იქნება თუ არა პარლამენტში, ამით პარლამენტს არაფერი დააკლდება. აქამდე რომ იყვნენ და ისიც სპონტანურად ხან შემოდიოდნენ და ხან გადიოდნენ, რა შეემატა პარლამენტს, გარდა იმისა, რომ ქვეყნისთვის დამაზიანებლად მოქმედებდნენ და ბოიკოტის რეჟიმში იყვნენ მუდმივად“, - განაცხადა მიქანაძემ.

ცნობისთვის, საპარლამენტო ბოიკოტი გუშინ, 7 თებერვალს სამმა პარტიამ „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „სტრატეგია აღმაშენებელმა“  და პარტიამ „კანონი და სამართალი“ გამოაცხადა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა