სალომე ზურაბიშვილის ამ მოწოდებას ვერ ვიღებ - ეკა სეფაშვილი

სულ ნახვები : 138
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ამ მოწოდებას ვერ ვიღებ, - აცხადებს „ხალხის ძალის“ წევრის ეკა სეფაშვილი, რომელიც  პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის  განცხადებას პათოსს არ ეთანხმება.ეხმიანება.

მისი თქმით,  გაუგებარია, რას გულისხმობს ორმხრივი ნაბუჯების გადადგმა.

„ვერ გავიგე, რას გულისხმობს ორმხრივი ნაბიჯები, უმრავლესობის მხრიდან დათმობა რა უნდა იყოს, კანონის უზენაესობის დარღვევა? ანუ კანონის უზენაესობა მოსამართლემ უნდა დაარღვიოს? თუ დემოკრატიულ პრინციპებზე უნდა ვთქვათ უარი. მის ამ მოწოდებას ვერ ვიღებ“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

დეპუტატის განცხადებით, პრეზიდენტს, რა თქმა უნდა, უფლება აქვს, შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი.

„შევახსენებ თავისივე სიტყვებს, რიმელიც განაცხადა, როდესაც სააკაშვილი დააკავეს – „არა და არასოდეს“. ასევე შევახსენებ იმ პიროვნებების ოჯახის წევრების პროტესტს, რომელიც გამოთქვეს მედიაში გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, რომ შესაძლებელია, პრეზიდენტს შეეწყალებინა მიხეილ სააკაშვილი. მან ეს ყველაფერი უნდა გაითვალისწინოს. ჩვენ მას ვერ ვუკარნახებთ, როგორ უნდა მოიქცეს.

როგორ შეიძლება ქვეყანაზე ცუდად აისახოს, რომ ადამიანი, რომელმაც ჩაიდინა გაუგონარი დანაშაულებები, წარდგა მართლმსაჯულების წინაშე და ქვეყანა პირნათლად ასრულებს კანონის მოთხივნებს. ქვეყანაზე ცუდად აისახება ის არასამართლიანი, დეზინფორმაციასა და ყალბ არგუმენტებზე აგებული პიარკამპანია, რომელსაც სააკშვილის ოჯახი აწარმოებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ჩვენ დღეს ვნახეთ ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, მილიონ დოლარზე მეტი არის დახარჯული პიარკამპანიისთვის. პიარკამპანია თუ შეწყდება, ეს საკითხი თავისთავად მოიხსნება პოლიტიკური დღის წესრიგიდან“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სამართალი ► კრიმინალი ► Მეტის ნახვა