საქართველო-ისლანდიის მატჩის ბილეთების გაყიდვა დაიწყო

სულ ნახვები : 546
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრის ისტორიული შანსი აქვს. 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ თამაშში ჩვენი ნაკრები ისლანდიას „თბილისი არენაზე“ 26 თებერვალს დაუპირისპირდება.

თამაშზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა, 8 თებერვალს, tkt.ge-ზე დაიწყო.

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია გულშემატკივრებს მოუწოდებს თამაშზე საათნახევრით ადრე მობრძანდნენ. მაყურებლებისთვის „თბილისი არენას“ კარი 18:30 საათიდან გაიხსნება.

მაყურებელთა საყურადღებოდ:

პირველ იარუსის ბილეთების მფლობელებისთვის დარბაზის ცენტრალური მხრიდან (უნივერსიტეტის ქუჩა) გამოყოფილი იქნება შესასვლელები.

მეორე იარუსის ბილეთების მფლობელი გულშემატკივრები „თბილისი არენაზე“ შესვლას შეძლებენ როგორც უნივერსიტეტის, ასევე ბარნაბიშვილის ქუჩაზე მდებარე შესასვლელებიდან.

მაყურებლებისთვის შეთავაზებულია სხვადასხვა კატეგორიის ბილეთი, რომლის ფასი განსაზღვრულია 15 ლარიდან  60 ლარამდე.

მე-2 იარუსი  – 15, 20, 25, 30 ლარიანი ბილეთები.

პირველი იარუსი –35, 45 და 60 ლარიანი ბილეთები.

ბილეთები ფასები მოცემულია მოედნის მხედველობიდან გამომდინარე.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სპორტი ► Მეტის ნახვა