105 წელია თსუ ემსახურება ქართველ ერს - სალომე ზურაბიშვილი

სულ ნახვები : 241
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან 105 წელი გავიდა, სალომე ზურაბიშვილი თსუ-ს სტუდენტებს, კურსდამთავრებულებს და ლექტორებს საიუბილეო თარიღს ულოცავს. 

"თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იუბილე ჭეშმარიტად ეროვნული მნიშვნელობის დღესასწაულია. 105 წელია თსუ ემსახურება ქართველ ერს, მის განათლებას და ქართული სამეცნიერო აზრის განვითარებას.

ვულოცავ თსუ-ს სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და უნივერსიტეტის რექტორატს ამ დღეს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მუდამ იქნება ქართული სახელმწიფოს საყრდენი და საზოგადოების ინტელექტუალური განვითარების მთავარი მამოძრავებელი," - წერს "ფეისბუქზე" საქართველოს პრეზიდენტი. 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

განათლება ► მეცნიერება ► Მეტის ნახვა