105 წელია თსუ ემსახურება ქართველ ერს - სალომე ზურაბიშვილი





...
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან 105 წელი გავიდა, სალომე ზურაბიშვილი თსუ-ს სტუდენტებს, კურსდამთავრებულებს და ლექტორებს საიუბილეო თარიღს ულოცავს.
"თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იუბილე ჭეშმარიტად ეროვნული მნიშვნელობის დღესასწაულია. 105 წელია თსუ ემსახურება ქართველ ერს, მის განათლებას და ქართული სამეცნიერო აზრის განვითარებას.
ვულოცავ თსუ-ს სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და უნივერსიტეტის რექტორატს ამ დღეს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მუდამ იქნება ქართული სახელმწიფოს საყრდენი და საზოგადოების ინტელექტუალური განვითარების მთავარი მამოძრავებელი," - წერს "ფეისბუქზე" საქართველოს პრეზიდენტი.