თბილისში A კატეგორიის, ე.წ. თეთრი ტაქსებით მგზავრების აყვანა-ჩამოსმის წესი იცვლება

სულ ნახვები : 656
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ თბილისში A კატეგორიის, ე.წ. თეთრი ტაქსებით მგზავრების აყვანა-ჩამოსმის წესის ცვლილების შესახებ ისაუბრა.

კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის მერია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად მუშაობს ცვლილებაზე, რომლის მიხედვითაც, 1-ელი აპრილიდან A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს ავტობუსის ზოლში გადასვლა და მგზავრის აყვანა-ჩამოსმა შეეძლებათ.

მისივე თქმით, აღნიშნული ცვლილება მოძრაობის შეფერხების პრევენციისთვის მნიშვნელოვანი იქნება.

„შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად ვმუშაობთ ცვლილებაზე საგზაო მოძრაობის წესებში, რომლის მიხედვით, A კატეგორიის ტაქსის მძღოლს ავტობუსის ზოლში გადასვლის, იქიდან მგზავრის აყვანისა და ჩამოსმის უფლება მიეცემა. ეს არ ნიშნავს ავტობუსის ზოლში გადაადგილებას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: მძღოლს ექნება მხოლოდ შესაძლებლობა, მგზავრი ჩამოსვას და აიყვანოს ავტობუსის ზოლში. დღეს რა ვითარება გვაქვს - ტაქსი აჩერებს, არ გადადის ავტობუსის ზოლში და ეს იწვევს გარკვეულ შეფერხებას და დისკომფორტს სხვა ავტომანქანებისთვის. შესაბამისად, A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს ექნებათ ამის შესაძლებლობა. ეს ცვლილება უნდა ამოქმედდეს 2023 წლის 1-ლი აპრილიდან, თუმცა დამატებით ინფორმაციას კიდევ მოგაწოდებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა