სისხლიანი გარჩევა სკოლის მოსწავლეებს შორის - რა მოხდა ფონიჭალაში

სულ ნახვები : 281
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ფონიჭალაში არასრულწლოვანებს შორის დაწყებული ჩხუბი სისხლიან გარჩევაში გადაიზარდა, შემთხვევის შედეგად დაჭრილია 103-ე საჯარო სკოლის მოსწავლე.

გავრცელებული ინფორმაციით, მეათე კლასის მოსწავლეს მრავლობითი ჭრილობები ფეხის არეშია აქვს მიყენებული. დაჭრილი არასრულწლოვანი ამ დროისთვის საავადმყოფოში, რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

შემთხვევის ადგილზე მოხდა ერთ-ერთი მოზარდის დაკავებაც, რომელსაც ბრალად განზრახ მკვლელობის მცდელობა ედება და რომელიც უკვე წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.

მომხდარის მიზეზები ჯერ-ჯერობით უცნობია, საქმეზე დაწყებულია გამოძიება.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სამართალი ► კრიმინალი ► Მეტის ნახვა