პატიმრობაში მყოფ ბადრი ესებუას უფლებადამცველი ხვდება

სულ ნახვები : 132
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

პატიმრობაში მყოფ ბადრი ესებუას უფლებადამცველი პირველად ხვდება. ადვოკატი სოსო ჯანაშია ნომერ მეორე სასჯელაღსრულების საწესებილებაში ცოტა ხნის წინ შევიდა.

უფლებადამცველის თქმით, მას ესებუასთან ამ დრომდე კომუნიკაცია არ ჰქონია. 

ადვოკატის თქმით, დაკავების  შესახებ მედიით შეიტყო და შესაბისად, მომხდარის დეტალები არ იცის.

ბადრი ესებუა ქუთაისის # მეორე სასჯელაღარულების დაწესებულებში დღეს დილით შეასახლეს. ის ქუთაისში ზუგდიდიდან გამოიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, ბადრი ესებუა დანაშულს არ აღიარებს და გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სამართალი ► კრიმინალი ► Მეტის ნახვა