ესპანური მედია: მამარდაშვილს კანისარესით შეცვლის

სულ ნახვები : 378
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ესპანურ მედიაში გავრცელენული ინფორმაციით, ვალენსიას სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვს. „ღამურების“ ხელმძღვანელობას სწორედ ეს ფაქტი უბიძგებს იმისკენ, რომ გუნდის უდავო ლიდერს, გიორგი მამარდაშვილს შეელიოს.

აპენინელები იმასაც წერენ, რომ ქართველი მეკარის შემცვლელიც მოძებნილი ჰყავთ და ის კლუბის ლეგენდარული მეკარის, სანტიაგო კანისარესის 20 წლის შვილი ლუკასი იქნება.

„ქართველი მეკარე ერთ-ერთია იმ მცირე კარგი ამბებიდან, რაც მიმდინარე სეზონში ვალენსიასთან დაკავშირებით გაგვიგია. გიორგი საბოლოოდ დამკვიდრდა ლა ლიგის საუკეთესო მეკარეთა შორის. თუმცა, დიდი შანსია, ვალენსიაში დიდი დრო ვეღარც გაატაროს.

უდავოა, რომ, ამ დროისთვის, მამარდაშვილი „ღამურების“ საუკეთესო აქტივია. მისი სატრანსფერო ფასი 25 მილიონი ევროა. კლუბს კი, სანაცვლოდ, გაცილებით ნაკლები ღირებულების მეკარის მიყვანა შეუძლია. უკვე შემცვლელის ვინაობა უკვე სახელდება – ლეგენდარული ესპანელი გოლკიპერის სანტიაგო კანისარესის ვაჟი ლუკასი“, – წერს ესპანური მედია.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები