რუსი ჯარისკაცი, რომელიც უკრაინელი სამხედროს თავის ქალით პოზიორობდა, კადიროველებმა მოკლეს

სულ ნახვები : 721
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

რუსი ჯარისკაცი იგორ მანგუშევი 8 თებერვალს ლუჰანსკის ოლქის სტახანოვის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

მანგუშევმა ყურადღება ამაზრზენი, საჯარო მოქმედებით მიიპყრო. გასული წლის აგვისტოს ბოლოს ის სცენაზე გამოვიდა  და განცხადება გააკეთა, მას მარჯვენა ხელში თავის ქალა ეჭირა. „დაიწვას  ჯოჯოხეთში! მას არ გაუმართლა. მისი თავის ქალისგან თასს გავაკეთებთ“, - თქვა მან გარდაცვლილზე.

როგორც ის ამტკიცებდა, ხელში იმ  უკრაინელი ჯარისკაცის თავის ქალა ეჭირა, რომელიც  მარიუპოლის აზოვსტალის ფოლადის ქარხანაში მოკლეს.

4 თებერვალს პუტინის ჯალათ  იგორ მანგუშევსაც არ გაუმართლა. როგორც ამბობენ, ის კადიროველებმა დახვრიტეს.  მას ლუჰანსკის რეგიონის საგუშაგოზე  თავში ესროლეს. წინასწარი ვერსიით 9მმ-ის კალიბრიანი პისტოლეტით.

კონკრეტულად ვინ და რატომ ესროლა რუს ჯარისკაცს, ჯერჯერობით უცნობია. თუმცა, მოწმეები იუწყებიან "ახმატ სილას" მოწოდების გაგონებას   სროლის ფონზე  -  აღნიშნული ფრაზა კი ჩეჩენი დიქტატორის რამზან კადიროვის (46) თანამემამულეების საბრძოლო ძახილია. ყოველ შემთხვევაში, რუსი ჯარისკაცი, რომელიც უკრაინელი სამხედროს თავის ქალით პოზიორობდა და ბაქიბუქობდა,  თავდასხმას ვერ გადაურჩა. პუტინის ჯალათის  გარდაცვალების შესახებ რუსმა პროპაგანდისტმა იური კოტენოკმაც განაცხადა.

რუსი ოკუპანტები ახლა  ითხოვენ ხელისუფლებისგან  „შეისწავლოს შემთხვევის გარემოებები იმ კომპეტენტური ორგანოების მიერ, რომლებიც ინფორმირებული არიან და ადგილზე მუშაობენ“.

მაგრამ თუ აღმოჩნდება, რომ ის  ნამდვილად კადიროველებმა მოკლეს,  საქმე სრწაფად მიფუჩეჩდება და თარეობზე შემოიდება. იანვრის ბოლოს კადიროვის ძმისშვილმა და მისმა ჯგუფმა გააუპატიურეს რუსი პროპაგანდისტი  რეპორტიორი, რომლის მაუწყებელმა მაშინ გამოძიების დაწყება მოითხოვა. თუმცა რა საკვირველია პუტინის სისხლიან რეჟიმში არაფერი გამოძიებულა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა