სუნაკი და ზელენსკი სტუმრობენ ლულვორტის ბანაკს, სადაც უკრაინელი სამხედროები სწავლობენ ჩელენჯერის ოპერირებას

სულ ნახვები : 204
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

რიში სუნაკი და ვოლოდიმირ ზელენსკი სტუმრობენ ლულოორტის ბანაკს, სადაც უკრაინელი სამხედროები სწავლობენ ჩელენჯერის ოპერირებას.

„უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტი დიდ ბრიტანეთში გრძელდება. ის და პრემიერ მინისტრი რიში სუნაკი ჩავიდნენ დორსეტში მდებარე ლუვორტის ბანაკში. აქ ისინი შეხვდებიან უკრაინელ ჯარისკაცებს, რომლებსაც ბრიტანული არმია ამზადებს"- წერს sky News-ი.

ლიდერები ბანაკში ვერტმფრენით მივიდნენ, რის შემდეგაც მათ აჩვენეს Challenger 2 სატანკო სიმულატორი, რომელიც გამოიყენება სასწავლო მიზნებისთვის.

ვიზიტის დროს ვოლოდიმირ ზელენსკიმ დააჯილდოვა უკრაინელი სამხედროები, რომლებიც წვრთნას გადიან.

თავის მხრივ, რიში სუნაკმა გამოაცხადა, რომ ბრიტანული Challenger 2 ტანკები უკრაინაში მარტში ჩავლენ და თქვა, რომ ბრიტანეთი ბოლომდე იქნება უკრაინის გვერდით.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა