Challenger 2- ის ტანკები უკრაინაში მარტში ჩავა - სუნაკი

სულ ნახვები : 200
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ბრიტანული Challenger 2 ტანკები უკრაინაში მარტში ჩავა.

ამის შესახებ  Cnews-ი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის რიში სუნაკის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

"დიდი ბრიტანეთი აჩქარებს აღჭურვილობის მიწოდებას უკრაინაში, რათა ის იყოს უკრაინაში უახლოეს დღეებში და კვირებში და არა თვეებში ან წლებში“, - თქვა სუნაკმა.

უკრაინელი ეკიპაჟები, რომლებიც დიდ ბრიტანეთში გასულ კვირას ჩავიდნენ, გამოიყენებენ Challenger 2-ის მთავარ საბრძოლო ტანკებს უკრაინის დასაცავად მომავალ თვეში, თქვა მან.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, მოხარულია, რომ შეთანხმდნენ სასწავლო პროგრამის გაფართოებაზე, რომლის მიხედვითაც მხოლოდ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში 10 000 სამხედრო მოსამსახურე გადამზადდა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა