მეფე ჩარლზი ზელენსკის: ჩვენ ყველანი ვღელავთ და ვფიქრობთ უკრაინაზე

სულ ნახვები : 175
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ  ზელენსკისთან შეხვედრისას დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის მეფე ჩარლზ III-მ განაცხადა, რომ ძალიან აწუხებს პრეზიდენტის და მთლიანად უკრაინის ცხოვრება. ამის შესახებ BBC News-ი წერს.

„ყველანი ისე ვნერვიულობთ თქვენზე და ვფიქრობთ თქვენს ქვეყანაზე, რომ სიტყვებით ვერ გადმოვცემ“- უთხრა მეფემ ზეენსკის.

ამასთან, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დიდი ბრიტანეთის მეფემ უთხრა ზელენსკის, რომ სიამოვნებს  მისი სტუმრობა ბუკინგემის სასახლეში.

თავის მხრივ, ზელენსკიმ თქვა, რომ გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის ორივე პალატამ უკრაინას "დიდი მხარდაჭერა" გაუწია, რაზეც მონარქმა უპასუხა: "ძალიან ბედნიერი ვარ".

სამეფო კორესპონდენტი შონ კოფლანი მიიჩნევს, რომ მეფე ჩარლზისთვის ზელენსკისთან შეხვედრა უფრო მეტია, ვიდრე ფოტოსესია.

"ეს იყო ღრმად პირადი საქმე. მეფე უკრაინის მიმართ ძალიან გულწრფელი იყო, ამიტომ პრეზიდენტის ვიზიტი ბევრად მეტს ნიშნავს, ვიდრე ხელის ჩამორთმევა და ფოტოსესია"- აფასებს აუდიენციას სამეფო კორესპონდენტი შონ კოფლანი.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა