საერთო სიხარულები როგორ გაქვთ ამ სიმონიანთან, სალავიოვთან? - გუბაზ სანიკიძე ქართულ ოცნებას

სულ ნახვები : 442
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ვის უხარია დღეს, რომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში კვდება? მოსკოვს და საქართველოს ხელისუფლებას. ქოცებს და რუსეთს. საერთო სიხარულები როგორ გაქვთ ამ სიმონიანთან, სალავიოვთან? - ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გუბაზ სანიკიძე საუბრობს:

"მიხეილ სააკაშვილს, ძალიან დიდი ხანია, ჯერ კიდევ უკრაინაში განახლებული ომის დაწყებამდე ეს ხელისუფლება გაშვების პირობად უთვლიდა, რომ აღიარე, რომ  2008 წელი შენი ბრალია ანუ ხოტბა შეასხი პუტინს, აღიარე და გაგიშვებთ. ეს მთავარი მოთხოვნა იყო. მე რასაც გეუბნებით ნამდვილად ვიცი და გეუბნებით. "მარშურკის ჭორებზე" არ ვსაუბრობ. ამას უთვლიდნენ, აღიარე 2008 წელი და გაგიშვებთ. მერე, როცა ომი დაიწყო აგვისტოს ომის თემა უკვე უხერხული გახდა ოცნებისთვის. ვის უხარია დღეს, რომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში კვდება? მოსკოვს და საქართველოს ხელისუფლებას. ქოცებს და რუსეთს. საერთო სიხარულები როგორ გაქვთ ამ სიმონიანთან, სალავიოვთან?" - ამბობს გუბაზ სანიკიძე.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა