სააკაშვილის გათავისუფლების ერთადერთი მიზანი არის მისი გალიდერება ოპოზიციაში - ირაკლი კობახიძე

სულ ნახვები : 211
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

სააკაშვილის გათავისუფლების ერთადერთი მიზანი არის მისი გალიდერება ოპოზიციაში - განაცხადა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პირველი არხის ეთერში. 

"ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ სააკაშვილის გათავისუფლების ერთადერთი მიზანი არის სწორედ მისი გალიდერება ოპოზიციაში და ამის ქმედითი გარანტიები, რომ საპირისპირო... თეორიულად რომ ვიმსჯელოთ, არსად არ არის და ვერც ვერავინ ვერ მოგცემს და არც არავინ არ მოგცემს [...] მისივე ადვოკატები გამოვიდნენ, მისი პარტიის ყოფილი თავმჯდომარე გამოვიდა და პირდაპირ თქვა, რომ ეს იყო ტაქტიკა, რა თქმა უნდა, არავის არ სჯერა. საქართველოში ვინმეს სჯერა, რომ სააკაშვილი პოლიტიკაში არ ჩაერთვება? რა თქმა უნდა, არავის არ სჯერა [...] რა გარანტია, ვინ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა მიხეილ სააკაშვილზე, რომელსაც შეუძლია ნებისმიერი ტყუილის თქმა" - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა