ყოფილი პრეზიდენტი საერთოდ არ გვაინტერესებს - ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილზე

სულ ნახვები : 245
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

"თუ საუბარია ჰუმანიზმზე, 9 000 პატიმარია და იმათ რა დააშავეს" - აცხადებს  ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას:

"ყოფილი პრეზიდენტი საერთოდ არ გვაინტერესებს. ეს არის ყოფილი პრეზიდენტი რომელსაც აქვს უამრავი უმძიმესი და უბინძურესი დანაშაული ჩადენილი. ამ შემთხვევაში, პრეზიდენტობა მისთვის პლუსი კი არ არის, ძალიან დიდი მინუსია. ამიტომ, ჰუმანიტარული საფუძვლით ექსპრეზიდენტის გათავისუფლებაზე ვერ იქნება საუბარი. თუ საუბარია ჰუმანიზმზე, 9 000 პატიმარია და იმათ რა დააშავეს. არიან პატიმრები, რომლებიც არიან, მაგალითად, გაუფრთხილებლობით მკვლელობაზე პატიმრობაში. არაფერი, ხომ, რაღაც გაუფრთხილებლობა დაემართათ, მაგალითად, არის ავარიები და ა.შ. ანუ ისინი არ არიან თავისი ბუნებით  კრიმინალები, მაგრამ უწევთ, სათანადოდ, ღირსეულად იხდიან სასჯელს. და მეორე მხარეს არის ადამიანი, რომელსაც უმძიმესი დანაშაული აქვს ჩადენილი, მათ შორის, ქვეყნის და ხალხის წინაშე. ძალით დაიკლოს წონაში და გარეთ გამოვუშვათ, მაშინ მართლა რა დააშავეს სხვა პატიმრებმა", - ამბობს კობახიძე.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა