„სიკვდილის ლურჯი ეკრანი“, - მწერალთა სახლში მაჩიტაძის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

სულ ნახვები : 364
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

თბილისში,  მწერალთა სახლში დებიუტანტი მწერლის ირაკლი მაჩიტაძის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. საღამოს მოდერატორობას პოეტი პაატა შამუგია უწევდა. 

წიგნი აუდიტორიას "ბაკურ სულაკაურის" გამომცემლობის ხელმძღვანელმა თინა მამულაშვილმა წარუდგინა.

„სიკვდილის ლურჯი ეკრანი“, ასე ქვია წიგნს, რომელიც როგორც დეტექტივის, ასევე თრილერის და ფანტასტიკის  ელემენტებსაც შეიცავს.

საინტერესო და თანამედროვე თემატიკა, თხრობის დახვეწილი მანერა მკითხველს გულგრილს არ ტოვებს და წიგნის ერთი ამოსუნთქვის წაკითხვას აიძულებს.

რაც შეეხება ნაწარმოების სახელწოდებას, - „სიკვდილის ლურჯი ეკრანი“,  ის დაკავშირებულია კომპიუტერის ოპერატიული სისტემის ფუნქციონირების შეჩერებასთან, რაც ინგლისურ ენაზე  არის  - BSD (A Blue Screen of Death). ესაა მდგომარეობა, როდესაც კომპიუტერის ოპერაციული სისტემა „იჭედება“ და საჭიროებს გადატვირთვას.

მწერლის თქმით, მსგავსი რამ ემართება რომანის მთავარ გმირს, რაც სამუდამოდ ცვლის მის მსოფლმხედველობას, ხოლო მისმა თავგადასავალმა, შესაძლოა,  მსოფლიოც შეცვალოს.

ირაკლი მაჩიტაძეს კარგად იცნობენ ქუთაისში, ის რადიოსადგურის, „ძველი ქალაქის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელია. წიგნის პრეზენტაცია უკვე გაიმართა ქუთაისში.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

კულტურა ► შოუბიზნესი ► Მეტის ნახვა