გარწმუნებთ ეს აქციები გამოიღებს შედეგს - დავით კირკიტაძე

სულ ნახვები : 192
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ინფორმირებულია ყველა ადამიანი სოციალური ქსელებითაც, მადლობა მასმედიას, რომელიც ამ ყველაფერს აშუქებს“ – „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის დავით კირკიტაძის განცხადებით, აქციები, რომლებიც ამ მომენტისთვის რეგიონებში მიმდინარეობს, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში გადაყვანის მოთხოვნით, შედეგს აუცილებლად გამოიღებს.

მისი თქმით, ის ვინც პროდასავლური მისწრაფებების მატარებელია ყველაფერს ხედავს და შესაბამისად აღიქვამს.

„გარწმუნებთ, ეს აქციები, ასევე ყველა პროცესი, რომელიც სააკაშვილის თავისუფლებისთვის მიმდინარეობს, აუცილებლად გამოიღებს შედეგს. ინფორმირებულია ყველა ადამიანი სოციალური ქსელებითაც, მადლობა მასმედიას, რომელიც ამ ყველაფერს აშუქებს. არსებობენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები, პროდასავლური მომავლის მომხრეები და ისინი საქმის კურსში არიან ყველაფერზე. დანარჩენები ვისაც არ უნდა, შეიმჩნიოს, ნუ შეიმჩნევს“,  – განაცხადა კირკიტაძემ.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანასთან დაკავშირებით საპროტესტო აქციები, რეგიონებში გუშინ, 9 თებერვალს დაიწყო.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა